Dentos™ ბიზნესისთვის

სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სისტემა

მოკლე აღწერა

დენტოსი პირველი ქართული სრულყოფილი სტომატოლოგიური პლატფორმაა, რაც წარმოადგენს ღრუბლოვან ტექნოლოგიას (ვებ სერვისი). გთავაზობთ პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია სტომატოლოგიური კლინიკებისთვის. პროგრამული უზრუნველყოფა აერთიანებს სამომხმარებლო ვებ-პლატფორმას და კლინიკის ცენტრალურ მართვის სისტემას, რომელიც წარმოადგენს ბიზნეს პროცესების მართვის ავტომატიზაციის უნივერსალურ შესაძლებლობას. მასში ინტეგრირებულია პროგრამული მოდულები: ფინანსური, საწყობის და მარაგების, თანამშრომლების, ჯავშნების და ვიზიტების მართვის, პაციენტების ჯანმრთლობის მონიტორინგის მიზნით. პლატფორმის მომხმარებლებს შესაძბლობა აქვთ მოიძიონ კლინიკა, მათი ექიმები და დაჯავშნონ ვიზიტი სასურველ დროს. სამომხმარებლო პლატფორმა ამარტივებს კლინიკასა და პაციენტს შორის კომუნიკაციას.

ვერსია
Dentos V1.0 BETA
ვებ პლატფორმის ლინკი
www.dentos.ge

facebook
DentosBusiness

Dentos™ ძირითდი ფუნქციები

ჩვენი პროდუქტებით თქვენ შეძლებთ ბიზნესის გაფართოებას
რეგიონალური მასშტაბით და შიდა პროცესების მარტივად მართვას.

კლინიკის მართვა

სტომატოლოგიური კლინიკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა შიდა საოპერაციო პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის.

ფინანსური მართვა

ავტომატიზირებული ფინანსური ოპერაციები: ხელფასები, ფინანსური მიმოქცევა, შემოსავლები, ხარჯები და მათი სტატისტიკა.

მარაგების მართვა

საწყობის მოდული საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ საჭირო მარაგები და პროდუქცია ფინანსური მოდულის მხარდაჭერით.

ბიზნეს პროცესების მართვა

შეასრულეთ ბიზნეს ოპერაციები მარტივად და ეფექტურად: სტატისტიკური ანალიზი & მოხსენება, შიდა დავალებები & კომუნიკაცია.

ჯავშნების & ვიზიტების მართვა

ვიზიტების დაჯავშნა სასურველ კლინიკაში, სასურველ დროს & ექიმთან, ასევე ვიზიტების მართვა & პაციენტის გაფორმების საშუალება.

თანამშრომლების მართვა

თანამშრომლების მართვის საშუალება, ხელფასების, აქტივობის, წვდომის უფლებების, შვებულებების მუდმივი კონტროლი.

Dentos™ უპირატესობები

გახდი ერთ-ერთი პირველი, ვინც სარგებლობს ინოვაციური სერვისით!

ღრუბლოვანი ტექნოლოგია

ღრუბლოვანი ტექნოლოგია Desktop ERP სისტემის შემდეგი საფეხურია, რაც უზრუნველყობს მონაცემთა დაცვას და ამარტივებს ხელმისაწვდომობას.

მომსახურების პაკეტები

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სამ: Standard, Premium და Pro პაკეტებს შესაბამისი ფუნქციონალით, რაც ყველა კლინიკის მოთხოვნას აკმაყოფილებს.

პარტნიორობის პროგრამა

თუ ორგანიზაცია სარგებლობს: Basic, Premium ან Pro პაკეტით ავტომატურად ხდება ჩვენი პარტნიორი და იყენებს დამატებით უპირატესობებს.

Dentos - კლინიკის პროფილი

ჩვენი პარტნიორი კლინიკები წევრიანდებიან ვებ პლატფორმაზე, რაც ნიშნავს კლინიკის ვებ გვერდს და ჯავშნების მიღებას.

Dentos - ექიმის პროფილი

ამ ფუნქციით სარგებლობენ პარტნიორები კლინიკები, რაც საშუალებას აძლევთ მათ განათავსონ ექიმის პროფილები, გაზარდონ ვიზიტები.

უნიკალური სერვისი

სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში იქნებით პიონერები იონვაციის სამყაროში!

ხშირად დასმული კითხვები

რა თქმა უნდა ერთიანია. ჩვენი სურვილია, რომ სერვისის მოწოდება იყოს ძალიან მარტივი და კომფორტული. ამისათვის შევიმუშავეთ ფუნქციონალის შესაბამისი მომსახურების (ყოველთვიური ანგარიშსწორების პრინციპი) ოთხი პაკეტი.

მომსახურების პაკეტების და მათი ფუნქციონალური შესაძლებლობების გასაცნობად გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს ვადაში დაგიკაშირდებათ. გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ტელეფონი.

პარტნიორთა შეფასება

რას ამბობენ ჩვენზე და ჩვენს პროდუქტებზე ერთგული მომხმარებლები და პარტნიორები?

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ შეკითხვა ან საჭიროებთ კონსულტაციას, სიამოვნებით დაგეხმარებით

მისამართი

ინოვაციების ქ.7, 0114 თბილისი, საქართველო

ელ.ფოსტა

business@dentos.ge